02:36 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 19:13:02, 2441 ნახვა

ეკონომიკა საზოგადოება
თიბისი დაზღვევამ „მსოფლიო რბენის“ ფირნიშის მანქანა დააზღვია

თიბისი დაზღვევა წლის მთავარი სპორტული ღონისძიების „მსოფლიო რბენა" (wings for life) მეგობარი გახდა და ღონისძიების მთავარი ატრიბუტი - ფირნიშის მანქანა დააზღვია.

მსოფლიო რბენა - ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიებაა მსოფლიოში, რომლის მიზანია სამედიცინო და კლინიკური კვლევების დაფინანსება ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. საქართველო წელს უკვე მეოთხედ უერთდება ამ ღონისძიებას და 7 მაისს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ, შედგება რბენა მათთვის, ვისაც ეს არ შეუძლია. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს.

wings for life - ერთადერთი ღონისძიებაა, რომლის ფორმატიც სხვა სპორტული რბენებისგან განსხვავებულია. ის არ ჰგავს სტანდარტულ მარათონს, რადგან რბენის მანძილი წინასწარ არ არის განსაზღვრული და გამარჯვებული სწორედ ფირნიშის მანქანამ უნდა გამოავლინოს.

გარდა მანქანის დაზღვევისა, თიბისი დაზღვევა უზრუნველყოფს საქართველოში მსოფლიო რბენის პირდაპირ ლოკალურტრანსლაციას. სტარტის მომენტიდან, გამარჯვებულის გამოვლენამდე მომხამრებელს შეეძლება, თვალი ადევნოსრბენას თიბისი დაზღვევის Facebook - ის გვერდზე https://www.facebook.com/tbcinsurance/

„მოხარული ვართ შევუერთდეთ ღონისძიებას, რომელსაც მთელ მსოფლიოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ეს ღონისძიება თიბისი დაზღვევისათვის საინტერესოა მისი  ღირებულებებიდან გამომდინარე. გვინდა, წვლილი შევიტანოთ კეთილ საქმეში და ასევე ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას,"-  განაცხადა თიბისი დაზღვევის მარკეტინგის უფროსმა, თათია კარიაულმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics