12:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 10:01:06, 2435 ნახვა

სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს პირველი წინასასამართლო სხდომა გაიმართება

დღევანდელ პროცესზე მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ, რის შემდეგაც მოსამართლე მათ დასაშვებობაზე იმსჯელებს.

დეკანოზის ადვოკატები მოითხოვენ, რომ პროცესი ღია იყოს. მათივე განცხადებით, თუ პროკურატურა პროცესის დახურვას მოითხოვს, ეს დამატებით კითხვებს გააჩენს.

დაცვის მხარე დღეს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს.

ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძეს თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით, ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადება ედება ბრალად (სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც  სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას).

გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის  236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics