12:11 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 21:44:22, 2311 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი: მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი სახალხო განხილვების პროცესში მონაწილეობას მიიღებს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ის მოხარულია, რომ პრეზიდენტი სახალხო განხილვების პროცესში მონაწილეობას მიიღებს. 

„დარწმუნებული ვარ, რომ განხილვების ყველა მონაწილე მაქსიმალურად იქნება ფოკუსირებული იმაზე, რომ შეხვედრების შინაარსი და განხილვების პროცესი იყოს კონსტრუქციული და კონცენტრირებული იმაზე, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ“, - დასძინა ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ჩუგოშვილი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი აბაშიშვილს შეხვდა, სადაც კომისიაში პრეზიდენტის ჩართვის ფორმატზე ისაუბრეს. 

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი კონსტიტუციური ცვლილებების განხილვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატებს შეხვდა. 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ხვალ საერთო სახალხო განხლვები იწყება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics