12:05 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 14:07:32, 2234 ნახვა

სამართალი
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ეკა ბესელია დაიკითხება

დაზარალებულად ცნობილი ფოტოგრაფის გია აბდალაძის განცხადებით, ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას დაიკითხება 

როგორც ამბადაძემ აღნიშნა, იმ პერიოდში ზეწოლის შედეგად ახალი ადვოკატის მირდატ ქამადაძის აყვანას აიძულებდნენ.

„დამავალეს, რომ ძმაკაცურად უნდა დამერეკა მირდატ ქამადაძისთვის და მეთხოვა ჩემი ადვოკატი ყოფილიყო. მითხრეს, რომ სასამართლოში ის წამიყვანდა და საპროცესოთიც გამომიყვანდა", - განაცხადა გია აბდალაძემ.

ფოტოგრაფის თქმით, ეკა ბესელიამ როდესაც გაიგო, რომ აბდალაძე საპროცესოს იძულებით თანხმდებოდა, მას გაფრთხილება მისცა.

„ეკას ვუთხარი, რომ სხვა გზა არ მაქვს, თვალწინ პატიმრებით გაუპატიურებით მემუქრებიან და საპროცესოს უნდა დავთანხმდეთქო. მაშინ ეკამ მითხრა, არ არიან სანდოები და ეს არ გააკეთოო. იძულებული ვიყავი ეს მექნა. ბესელიამ მაშინ დადო დასკვნა, რომ არ ეთანხმებოდა ჩემ ჩვენებას და ჩემ აღიარებას. ეს დასკვნა ახალ გამოძიებას მნიშვნელოვნად წაადგა", - განაცხადა გია აბდალაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მქონე ნათია და ირაკლი გედენიძეები, ასევე ზურაბ ქურციკიძე უკვე დაიკითხნენ. 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ აღნიშნული საქმე 2016 წლის ივნისში გახსნა. სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილია დაკავებული. ასევე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში სასჯელაღსრულების გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძეა მიცემული, რომელიც ამჟამად წითელი ცირკულარით იძებნება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics