21:26 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 13:37:11, 1554 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მზადაა ელექტრონული ბიბლიოთეკების მოწყობას სხვა ქალაქებშიც დაუჭიროს მხარი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დედაქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად დღეს თბილისის მერიისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის „ქალაქი-ბიბლიოთეკა" შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.

„ქალაქი-ბიბლიოთეკა" სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, თბილისის მასშტაბით 300 სხვადასხვა ადგილას განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან  - სტენდებიდან QR კოდის საშუალებით სმარტფონში უფასოდ ჩამოტვირთოს „საბას" ელექტრონული და ხმოვანი წიგნები.

დღეისათვის, უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები უკვე განთავსებულია თბილისში, მწერლების სახელობის 50 ქუჩაზე, სახლ-მუზეუმებთან, პარკებში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილი დღევანდელ ღონისძიებაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომ ანალოგიური ელექრონული ბიბლიოთეკები, საქართველოს მასშტაბით, ყველა ქალაქში გაკეთდეს, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მზადაა პროექტის ფინანსური მხარდაჭერა განახორციელოს.

 „მინდა თბილისელებს და თბილისის სტუმრებს მივულოცო პროექტის განხორციელება. მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე წელი განათლების წლად გამოაცხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ განათლების ხელმისაწვდომობაზე, წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციაზე და ეს პროექტი სწორედ ამ ყველაფერს შეუწყობს ხელს. მინდა, მადლობა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს და თბილისის მერიას პარტნიორობისთვის. ეს პროექტი ძირითადად დაფინანსებულია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ",  - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics