07:55 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 12:48:04, 2291 ნახვა

პოლიტიკა მსოფლიო
აშშ-ის ადმინისტრაციას იმ ქვეყნების დახმარება ეკძალება, რომლებიც საქართველოს ოკუპიორებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ სპეცსამსახურებისთვის 2017 წლის ბიუჯეტთან ერთად საკანონმდებლო აქტი დაამტკიცა, რომელიც კრემლის ფარული გავლენის შემცირებას, აშშ-ში ასევე ევროპაში, ითვალისწინებს, - ამის შესახებ DW იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული კანონის ერთ-ერთი თავი უკრაინის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ზომების მიღებას გულისხმობს.

კერძოდ, აშშ-ის ადმინისტრაციას ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ რაიმე სახის დახმარების გაწევა ეკრძალება. 

ამერიკულ სახელმწიფო უწყებებს ეკრძალებათ ქმედებები, რომელიც ამ ორი რეგიონის მიმართ რუსული ოკუპაციის მხარდაჭერაზე იქნება მიმართული.

ამავე კანონის თანახმად, რუსეთის გავლენისა და აგრესიის დასაძლევად ევროპის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად 100 მილიონი დოლარი გამოიყოფა.

ასევე გათვალისწინებულია თანხების გამოყოფა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი სახელმწიფოებისთვისაც, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, რუსეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების შემცირების მიზნით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics