18:25 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 12:32:03, 2015 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯეჯელავა: ხშირად, მესამე სექტორიც და პოლიტიკური პარტიებიც ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას შეფასებით,  კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესმა უნდა დაანახოთ, ხალხი რას ფიქრობს ცვლილებებზე.

ჯეჯელავას თქმით, ეს იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, მესამე სექტორისა და  და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, როდესაც შენიშვნებსა და მოსაზრებებს   გამოთქვამენ,  არა ქვეყნის, არამედ  ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ:

„სახალხო განხილვამ შეიძლება დაგვანახოს ხალხის მოსაზრება, ანუ მოგეხსენებათ, ყველა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა არა მარტო საკონსტიტუციო მასშტაბის, არამედ საკანონმდებლო მასშტაბისაც, გულისხმობს სახალხო განხილვებს, ეს არის ჩვენი ღია მმართველობის პრინციპის თანამდევი და  განუყრელი ნაწილი. მთავარია, რაც ჩვენ უნდა დავინახოთ ამ პროცესიდან, ხალხი რას ფიქრობს. ხშირ შემთხვევაში მესამე სექტორიც და პოლიტიკური პარტიებიც როდესაც თავის შენიშვნებს, მოსაზრებებს   გამოთქვამენ, ხელმძღვანელობენ არა ქვეყნის და ხალხის ინტერესებით, არამედ ხელმძღვანელობენ თავისი ვიწრო პარტიული ინტერესებით. მესამე სექტორში მუშაობენ ცოცხალი ადამიანები, ვისაც შეიძლება პირადი პოლიტიკური გეგმები ჰქონდეთ, მაგალითი არ შემიძლია მოგიყვანოთ“,-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics