11:08 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 20:40:31, 2049 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტზე მუშაობს

საქართველოს საგარეო უწყება პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე მუშაობს.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.

„ვმუშაობთ პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე შეერთებულ შტატებში. კონკრეტულ თარიღებზე დღეს ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვმუშაობთ, რომ ეს უახლოეს პერიოდში გაიმართოს. გვაქვს მიწვევა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისგან. ვიცე-პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიუნხენში ვიზიტის დროს მიიწვია. ახლა ვმუშაობთ კონკრეტულ თარიღზე, რათა ეს შეხვედრა შედგეს და განხორციელდეს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე იგეგმება თუ არა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ მუშაობა მიმდინარეობს ყველა შესაძლო ფორმატზე და შეხვედრაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის უნდა შედგეს.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ გვაქვს უპრეცედენტო აქტიური თანამშრომლობა აშშ-სთან. თებერვლის შემდეგ ძალიან აქტიური იყო ჩვენი კომუნიკაცია. თებერვალში შედგა ჩემი შეხვედრა სახელმწიფო მდივანთან, მარტში შედგა შეხვედრა თავდაცვის მდივანთან. ახლა კი მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე“, - აღნიშნა ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics