11:06 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 09:09:53, 1901 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მეტი აქტივობისაკენ მოუწოდებს.

როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლებ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, პრეზიდენტი მანამდეც ძალიან აქტიური იყო და მომავალშიც აპირებს აქტიურობას, იმისათვის, რომ  კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის ძირითადი კანონია, იყოს მაქსიმალურად გამართული, დაბალანსებული, სწორი და ღირებულებითი დებულებების მატარებელი.

 „ჩვენ არ ვაპირებთ რაღაც ერთიანი კამპანიის წარმოებას. ბუნებრივია, ყველას აქვს თავისი გეგმა ამ მიმართულებით და ყველა თავისი გეგმით განახორციელებს, ოღონდ, რა თქმა უნდა, ინტერესი ამ შემთხვევაში რომ მივიღოთ უკეთესი კონსტიტუცია, დაცული უფლებები, უფრო მეტად გარანტირებული სახლემწიფოებრივი უსაფრთხოებისა თუ საერთოდ, სახელმწიფოებრიობის საფუძვლების დაცვა, ბუნებრივია, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მზად, რომ ამ ინიციატივებს დავუჭიროთ მხარი", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

 მისივე თქმით, პრეზიდენტი მზადაა ამ საკითხების განსახილველად, თუ სხვადასხვა მიმართულებით აქტივობებისათვის გარკვეული ფორმატების შექმნის სურვილი იქნება.

 „მიუხედავად იმისა, რომ აქ შეკრებილი იყო აბსოლუტურად ერთმანეთისაგან პოლიტიკური გემოვნებით, მსოფლმხედველობით განსხვავებული და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირებაში მყოფი პოლიტიკური ძალებიც, ყველანი ერთად თანხმდებიან იმაზე, რომ მომავალი კონსტიტუცია ერთერთი ფუნდამენტური საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის და ამ შემთხვევაში პრეზიდენტის, თუ სხვა ინსტიტუციების ერთობლივი მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics