|
2017-05-02 17:31:30, 1744 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: გაეროს წევრ ქვეყნებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი გაერო-სთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს სხვადასხვა რეგიონიდან შეხვდა. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ გაერო-ს ელჩებს საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმები და აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილი ვითარება გააცნო. მხარეებმა ასევე განიხილეს მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. "ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ გაეროს წევრი ქვეყნების ელჩებმა მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. გარდა ამისა ვსაუბრობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზე. მათ მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია იქ მიმდინარე უკანონო ქმედებებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა ე. წ. არჩევნებთან, რეფერენდუმთან დაკავშირებით. რადგანაც მოგეხსენებათ უაღრესად მნიშნველოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის სწრაფი და დროული რეაგირება ყველა ამ პრობლემაზე. გაეროს წევრი ქვეყნების ინფორმირება იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ჩვენ გვაქვს რეგიონში, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია. გარდა ამისა, გვქონდა საუბარი იმ რეფორმების შესახებ, რომელიც განხორციელდა მართლმსაჯულების სისტემაში, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. მოგეხსენებათ, რომ საქართველო არა მარტო ახორციელებს ამ რეფორმებს, არამედ ჩვენ ვართ ამ რეფორმების ექსპორტიორი. ჩვენ ვუზიარებთ ამ რეფორმებს სხვადასხვა ქვეყნებს, აქედან გამომდინარე, ამ ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა"-განაცხადა დავით ზალკალიანმა გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან 30 აპრილიდან 6 მაისამდე პერიოდში. ვიზიტის მიზანია საქართველოს კულტურის, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა. ვიზიტის ფარგლებში, მუდმივი წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეწვევიან წეროვანის დევნილთა დასახლებასა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთს, ასევე მოინახულებენ იუსტიციის სახლს, ტექნოლოგიურ პარკს და სხვადასხვა მუზეუმს. გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები ვიზიტით ეწვივნენ ქ. ბათუმს, სადაც გამართეს შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან, მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)