12:13 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 13:06:09, 2234 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბესელია: როდესაც საკონსტიტუციო კომისია გახსნილობით მუშაობს, მას ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა უპირისპირდებოდეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, კონსტიტუციის რეფორმა არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესის თანხვედრა. 

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ამ პროცესში ყველა პოლიტიკურ, ოპოზიციურ ჯგუფს უჩნდება სურვილი, რომ გარკვეული როლი მოირგოს და გარკვეული ინიციატივებით წარმოჩინდნენ.

 „ბევრ უცნაურ მანევრებს შეიძლება შევხვდეთ, მაგრამ ამ პროცესს ვუყურებ ჯანსაღად. ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმას ყოვლთვის ახლავს დიდი პოლიტიკური ვნებათა ღელვა. ვფიქრობ, რომ როდესაც საკონსტიტუციო კომისია მუშაობს აბსოლუტური გახსნილობით და მიმღეობით, მას ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა უპირისპირდებოდეს და საწინააღმდეგო კამპანიას არ უნდა ატარებდეს. ეს ქვეყნისთვის და კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესისთვის სიკეთის მომტანი არ არის“,- განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 1200-ზე მეტი მასწავლებელი წარადგინეს - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ზელენსკი: ევროკავშირის 3 ქვეყანა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს
კობახიძე: ჩინეთთან ყოველისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ
კობახიძე - გლობალური ომის პარტიას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი საქართველო ჩართულიყო ომში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics