|
2017-05-02 11:39:49, 1820 ნახვა
საზოგადოება
ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება 3 მაისიდან იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი
იუსტიციის სახლში კიდევ ერთი უწყების - შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისი დაინერგა. ხვალიდან, 3 მაისიდან, მოქალაქეებს ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება იუსტიციის სახლის ფილიალებშიც შეეძლებათ. ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას იუსტიციის სახლსა და შსს-ს მომსახურების სააგენტოს შორის დღეს მოეწერა ხელი. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა აღნიშნა, ხვალიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ იუსტიციის სახლის 19 ფილიალში ნასამართლეობის ცნობის შესახებ განაცხადი გააკეთონ. "ხვალიდან იუსტიციის სახლის 19 ფილიალში შესაძლებელი იქნება იმისა, რომ მოქალაქეებმა გააკეთონ განაცხადი ნასამართლეობის ცნობის შესახებ და მიიღონ ეს განაცხადი. ეს მომსახურება რჩება ბუნებრივია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში და ამით საკმაოდ იზრდება ხელმისაწვდომობა ამ სახელმწიფო ხელმისაწვდომობაზე, რაც ძალიან კარგია და ხელს შეუწყობს იმ მოქალაქეებს ვისაც აქვს საჭიროება ამ ცნობის მიღების",-განაცხადა აზაურაშვილმა. ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შსს-ს მომსახურების სააგენტოს კიდევ 14 სერვისი დაინერგება. მათ შორისაა: განმეორებითი მართვის მოწმობის გაცემა, დაკარგული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის აღდგენა, ასევე ცნობების გაცემა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, პირის მსჯავრდების, იარაღის სამართლებრივი მდგომარეობისა თუ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ და სხვ. იუსტიციის სახლის ფილიალებში ახალი სერვისები დაინერგა მომხმარებელთათვის მეტი კომფორტის შექმნისა და სახელმწიფო სერვისებზე უკეთ წვდომის მიზნით. მომხმარებელს სერვისების მიღება კვლავ შეეძლება შსს-ს მომსახურების სააგენტოს 14 ტერიტორიულ ერთეულში, რომელთაც ხვალიდან იუსტიციის სახლის 19 ფილიალი შეუერთდება. ნასამართლობის ცნობის მისაღებად მომხმარებელმა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს. ცნობა განაცხადის შევსებიდან ხუთ სამუშაო დღეში უფასოდ გაიცემა. ნასამართლობის შესახებ ცნობის დაჩქარებული წესით, 1 სამუშაო დღეში, აღების საფასური 25 ლარია, ხოლო 3 სამუშაო დღეში - 15 ლარი.
(NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)