19:53 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 16:26:58, 1548 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია ხე-მცენარეების დარგვას განაგრძობს

საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებები გრძელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვარკეთილში, ალექსიძის ქუჩაზე 300 ძირი კვიპაროსი დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა მიიღო.

„ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამწვანების ღონისძიებები, დღეს სამგორის რაიონში მწვანდება ის ადგილები, რომელიც  მონიშნული გვაქვს გამწვანებისთვის, მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ  კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე 300-ზე მეტი ნერგი ირგვება, ისე ჯამში, სამგორის რაიონში 500-ზე მეტი ხე-მცენარე დაირგვება დღის განმავლობაში. 8 რიცხვამდე ვმუშაობთ სამგორის რაიონში, შემდეგ გადავალთ ისანში და ასე გავაგრძელებთ მთელი ქალაქის მასშტაბით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ნარგავების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია 4 წლის ვადით უზრუნველყოფს.  საგაზაფხულო რგვების ფარგლებში ხე-მცენარეები ქალაქის ცენტრშიც დაირგვება.

გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება და მაისის შუა რიცხვამდე გასტანს. დღევანდელ აქციაში მონაწილეობა დავით ნარმანიასთან ერთად მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა,  ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გოგა წერეთელმა, სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა, სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი მოსიძემ და მოსახლეობამ მიიღეს.

დედაქალაქის შემოგარენისა და ცენტრალური ტერიტორიების გასამწვანებლად ქალაქის კლიმატურ და ნიადაგობრივ პირობებთან შეგუებული შერეული სახეობების  ნერგებია შერჩეული.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics