19:53 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 12:59:47, 1591 ნახვა

საზოგადოება
ე.წ. ციანიდის საქმეზე მეუფე დიმიტრი დაიკითხა

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი დაიკითხა, - აღნიშNულ ინფორმაციას დაკავებული დეკანოზის ადვოკატები ადასტურებენ. 

ადვოკატების ინფორმაციით, მეუფე დიმიტრი ჩვენებაში მხოლოდ დეკანოზთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს და საქმესთან დაკავშირებით, რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისთვის ცნობილი არ არის. 

ამასთან, დეკანოზის უფლებადამცველის ინფორმაციით, საქმეზე სხვა სასულიერო პირებიც დაიკითხნენ და მათივე თქმით, სამართლებრივ ნაწილთან ყველაზე დიდი შემხებლობა მხოლოდ პროკურატურის მოწმეს, ირაკლი მამალაძეს აქვს.

ადვოკატების განცხადებით, დეკანოზი წინასასამართლო სხდომის მოლოდინშია და ოპტიმისტური განწყობა აქვს. 

შეგახსენებთ, რომ სასამართლო სხდომა 5 მაისსაა ჩანიშნული, თუმცა ჯერ უცნობია, იქნება თუ არა პროცესი დახურული. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics