22:54 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-29 13:38:17, 2699 ნახვა

მსოფლიო
Reuters: თურქეთში Wikipedia დაიბლოკა

თურქეთში ონლაინ-ენციკლოპედია Wikipedia დაიბლოკა, - ამის შესახებ Reuters ინტერნეტის მონიტორინგის ჯგუფზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მთავრობის კრიტიკოსები აღნიშნულ ფაქტს ინტერნეტში თავისუფალი სიტყვის შეზღუდვად აფასებენ. 

ინტერნეტ-ენციკლოპედია თურქეთის დროით დაახლოებით დილის 8 საათზე დაიბლოკა. 

მომხმარებლებმა Wikipedia-ს ვებგვერდზე შესვლა თურქეთის სხვადასხვა ინტერნეტპროვაიდერის გამოყენებით სცადეს, თუმცა ყველა შემთხვევაში, ერთიდაიგივე შეტყობინება მიიღეს.

შეტყობინება შემდეგი ჭინაარსის იყო: "ვებგვერდთან წვდომა შეუძლებელია და დაკავშირების დრო ამოიწურა".

„თურქეთის ნომერ 5651 კანონის შესაბამისად, ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის საბჭოს მიერ ჩატარებული ტექნიკური და იურიდიული შეფასების შედეგად, 29 აპრილიდან საიტ wikipedia.org-თან მიმართებაში ადმინისტრატიული ზომები გამოიყენება“, - ნათქვამია საბჭოს გადაწყვეტილებაში.

მომხდართან დაკავშირებით, თურქეთის მთავრობას კომენტარი არ გაუკეთებია. ამასთან, დაბლოკვის მიზეზიც უცნობია. 

აღსანიშნავია, რომ თურქეთის მთავრობას ინტერნეტში სხვადასხვა საიტები არაერთხელ დაუბლოკავთ. ფიქსირდებოდა ინტერნეტის შეზღუდვის ფაქტებიც. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics