|
2017-04-28 15:43:53, 1411 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკომ იაპონიის მთავრობის მხრიდან გადმოცემული აღჭურვილობა დაათვალიერა
იაპონიის მთავრობის მხრიდან საქართველოსთვის არასაპროექტო გრანტის ფარგლებში გადაცემული აპარატურა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ტოშიო კაიტანისთან ერთად დაათვალიერა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრს ესტუმრნენ და რეგიონული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებში განთავსებული დეფიბრილატორები ნახეს. მათივე ინფორმაციით, 136 ცალი გულის რიტმის აღმდგენი მოწყობილობა სასწრაფოს გასულ წელს გადაეცა. არასაპროექტო გრანტის ფარგლებში, აღჭურვილობა უნივერსალურ სამედიცინო ცენტრსა და ბათუმის კლინიკურ რესპუბლიკურ საავადმყოფოსაც გადაეცა. კომპიუტერული ტომოგრაფიის ულტრათანამედროვე აპარატი დაზუსტებული კვლევების ჩატარების საშუალებას იძლევა და დაავადების აღმოჩენა პირველივე სტადიაზეა შესაძლებელი. სამედიცინო ინვენტარი დღეს იაპონიის ელჩმა საქართველოში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძულთან ერთად უნივერსალურ სამედიცინო ცენტრში დაათვალიერა. საქართველოსთვის არასაპროექტო გრანტის გამოყოფასთან დაკავშირებით შეთანხმება 2014 წლის 18 ივნისს შედგა. იაპონიამ საქართველოში სხვადასხვა პროექტი განახორციელა, მათ შორის საგრანტო დახმარების, ტექნიკური თანამშრომლობისა და ოფიციალური განვითარების დახმარების სახით. ჯამში 410 მლნ. აშშ დოლარზე მეტი გამოიყო სამედიცინო, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, სოციალური სექტორის, კულტურისა და ადამიანური რესურსების განვითარების მიზნით. (NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)