2017-04-28 13:25:30, 2180 ნახვა
ეკონომიკა
ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესო კომპანია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა
„ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Alfardan Group-ი საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა“,- ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ომარ ჰუსეინ ალფარდანმა საქართვლოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
Alfardan Group-ის ძირითადი ინტერესის სფეროს საქართველოში ტურიზმი და ინდუსტრიული ზონა წარმოადგენს.
შეხვედრისას ცალკეულ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც, შესაძლოა, Alfardan Group-მა განახორციელოს.
კომპანიის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო მიმართულებაა და კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან