11:16 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 12:37:19, 2075 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებთან და ე.წ. ექსპერტებთან თანხმდება, თუ როგორ უნდა მოიტანონ შეტევა პარლამენტზე

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის ხედვა პრეზიდენტის არჩევის წესთან და საარჩევნო სისტემასთან  დაკავშირებით განსხვავებულია, თუმცა მიდიან პოლიტიკურ კომპრომისზე და რამდენიმე წლით ტოვებენ სისტემას, რომელიც მიაჩნიათ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არასწორია.

კობახიძის განმარტებით, ამის პარალელურად პრეზიდენტი აწარმოებს კამპანიას-  პოლიტიკურ პარტიებთან და ე.წ. ექსპერტებთან თანხმდება იმაზე, თუ როგორ უნდა მიიტანონ შეტევა პარლამენტზე.

კობახიძის თქმით, თუ ასეთი პროცესები გაგრძელდება, პოლიტიკური კომპრომისი აზრს დაკარგავს:

"ჩვენ ჯერ კიდევ დიდი იმედი გვაქვს, რომ კომპრომისს აზრი არ დაეკარგება, თუმცა არის კონკრეტული პროცესები, რომელიც საპირისპიროზე მიუთითებს. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დაიწყო მთელი კამპანია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ, რომელიც გრძელდება და ეს კამპანია გაგრძელდება როგორც ჩანს პარლამენტის წინააღმდეგ. ბოლოს შედგა შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და პოლიტიკურ პარტიებს და ე.წ. ექსპერტებს შორის, სადაც ისინი შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა დაგეგმონ ერთობლივი კამპანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. თუ ასეთი პროცესები გაგრძელდება, კომპრომისი დაკარგავს აზრს. ამ შემთხვევაში პირდაპირ გადავალთ იმ სისტემაზე რომელიც უფრო სწორია",-აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პრემიერი - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი
ტრამპმა ისრაელსა და ირანს შორის საჰაერო დარტყმების ერთკვირიანი შეჩერება გამოაცხადა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ევროკავშირის ანგარიშის გამოქვეყნებამდე, ბოჭორიშვილი ამ ანგარიშს არასერიოზულს და ტყუილს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics