|
2017-04-27 18:55:26, 2152 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: პარლამენტი ბიზნესთან თანამშრომლობისთვის ღია იქნება
ბიზნეს ასოციაციების წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან დასრულდა. როგორც კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტი ბიზნესთან თანამშრომლობისთვის ღია და გახსნილი იქნება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდეს ძალიან ქმედითი ფორმატი, რათა წინასწარ განიხილონ ყველა ის ინიციატივა, რომელიც ბიზნესის ინტერესებთანაა დაკავშირებული. „ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პირველ რიგში განვიხილეთ კონსტიტუციური ცვლილებები, ასევე განვიხილეთ სხვა საკითხები, რომლებიც ეხება საქართველოს კანონმდებლობას, იმ ნორმებს, რომლებიც არეგულირებს ეკონომიკურ ურთიერთობებს და შევთანხმდით თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატზე. პარლამენტი იქნება აბსოლუტურად ღია და გახსნილი ბიზნეს თანამშრომლობისთვი., მთავარია, ჩამოვაყალიბოთ ძალიან ქმედითი ფორმატი იმისათვის, რომ წინაწარ განვიხილოთ ყველა ის ინიციატივა, რომელიც ბიზნესის ინტერესებთან არის დაკავშირებულო“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)