|
2017-04-27 18:37:43, 1866 ნახვა
პოლიტიკა
რუმინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი: რუმინეთი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა რუმინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრ ანა ბირჩალთან შეხვედრა გამართეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებს. მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ დაგეგმილი რეფორმების განხორციელების პროცესში რუმინეთის მხარის დახმარების შესაძლებლობებზე. მხარეებმა ასევე, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპეტივებზე ისაუბრეს და განსაკუთრებით აღინიშნა 2017 წელს პოლიტიკური და დიპლომატიური დიალოგის კონსოლიდაციის მნიშვნელობა. ანა ბირჩალმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის გამო, რომელიც მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველო-რუმინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავზე და სიამაყით აღნიშნა, რომ რუმინეთი იყო მსოფილიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც 1991 წლის 18 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. ანა ბირჩალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუმინეთი იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი და სანდო პარტნიორი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)