|
2017-04-27 17:42:56, 1739 ნახვა
პოლიტიკა
ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა, სადაც დევნილებისთვის შეღავათების გაზრდაზე მსჯელობენ, კამათის ფონზე მიმდინარეობს
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე დევნილთა სტატუსისა და მათთვის სოციალური შეღვათების გაზრდის თაობაზე მსჯელობენ. „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ელენე ხოშტარიამ ცვლილებათა პაკეტი წარადგინეს. წარდგენილი პაკეტის მიხედვით, დევნილის დასაბეგრი შემოსავლის ოდენობის ზღვარი 1250 ლარის ნაცვლად, 1500 ლარი იქნება, ხოლო დევნილის შემწეობა 45 ლარის ნაცვლად, 60 ლარით განისაზღვრება. მთავრობამ ოპოზიციის მიერ წარდგენილ ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია წერილობითი ფორმით წარადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსებისთვის საჭირო თანხა წლიურად 75.3 მილიონ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე მოახდენს გავლენას. შესაბამისად, მთავრობა ოპოზიციის წინადადებას არ იზიარებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)