|
2017-04-27 14:26:20, 1541 ნახვა
საზოგადოება
სააღსრულებო საკითხებზე კონსულტაცია 50 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო
აღსრულების ეროვნული ბიურო 2017 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს. 2017 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს საინფორმაციო სამსახურმა 50 ათასზე მეტი სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს. მათ შორის: შემოვიდა და კონსულტაცია გაეწია 40 886 მოქალაქის სატელეფონო ზარს, რაც რამდენიმე ათასი ერთეულით მეტია გასულ წელთან შედარებით; პირდაპირი კონსულტაცია გაეწია 10 003 მოქალაქეს; პასუხი გაეცა ელექტრონული ფოსტის მიღებულ 293 კითხვას. სამივე მონაცემი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით უფრო მაღალია. აღსრულების ეროვნული ბიურო მზად არის, სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ მხარეს, დაიცვას მათი ინტერესები და უფლებები. დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ბიუროს ოფისს, ასევე დარეკოს ცხელ ხაზზე (032) 2 749 649 ან მოგვწეროს ელექტრონულ ფოსტაზე info@nbe.gov.ge. აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიტიკა, დავების მორიგებით დასრულებაა. (NS)
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)