17:56 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 12:04:41, 1555 ნახვა

საზოგადოება
ჩეხმა ექსპერტმა ბიოყურძნის წარმოებაზე ქართველი ფერმერებისთვის სემინარი ჩაატარა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის „საქართველოში ინოვაციური მეთოდების შემუშავება ორგანულ მევენახეობაში“ ფარგლებში, პროექტის ჩეხმა ექსპერტმა, პროფესორმა ირჟი კაპლანმა ფერმერებისა და დაინეტრესებულ პირებისთვის სემინარი - ,,ბიოყურძნის წარმოების საერთაშორისო მეთოდები’’ - ჩაატარა.

ჩეხმა ექსპერტმა ყურადღება დაავადებებთან ბრძოლის მეთოდებზე, ბიომევენახეობაში დასაშვებ ბიოპრეპარატებზე, მათ გამოყენებაზე, ბიოლაბორატორიის როლსა და ბიოპროდუქტის მოყვანაში სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. სემინარზე საუბარი შეეხო ბიოვენახის გაშენების, საჭირო პირობებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვის საკითხებზე. როგორც ჩეხმა ექსპერტმა აღნიშნა, ბიოვენახის გაშენება ახალ ნაკვეთზე უნდა მოხდეს; თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არსებული ვენახის ეტაპობრივად ბიომევენახეობის მოთხოვნებზე გადაყვანა, ყოველთვის დადებით შედეგს არ იძლევა.

სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართულ სემინარს 30-ზე მეტი სტუნდენტი და ფერმერი დაესწრო.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ირჟი კაპლანი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ბიომევენახეობაში არსებულ სტანდარტებსა და ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრეს. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics