15:29 - 07 Jun, 2026
|
2017-04-26 12:33:50, 823 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ ცხინვალში 9 მაისის აღლუმში 200 რუსი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას
ოკუპირებულ ცხინვალში 9 მაისის აღლუმში 200 რუსი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსზე ვადიმ ასტაფიევზე დაყრდნობით იუწყება. ვადიმ ასტაფიევის ინფორმაციით, აღლუმზე წარმოდგენილი იქნება სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ე.წ. „გრადი“ და „აკაცია“, ასევე ტანკი Т-72, „კამაზის“ და „ურალის“ მარკის ავტომობილები. "აღლუმში 200-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მიირებს მონაწილეობას. ისინი უკვე ემზადებიან შესაბამისი ღონისძიებისთვის. წარმოდგენილი იქნება ასევე 10 ერთეული სამხედრო ტექნიკა", - აღნიშნა ასტაფიევს. ოკუპირებულ ცხინვალში სამხედრო აღლუმის მუსიკალურ გაფორმებაზე რუსული სამხედრო ბაზის ორკესტრი იზრუნებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)