|
2017-04-26 11:13:36, 1593 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში კოლეგას შეხვდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, საუდის არაბეთის დედაქალაქ რეადში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებს მართავს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საუდის არაბეთის სამეფოს გარემოს დაცვის, წყლისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, აბდულ რაჰმან აბდულ მოჰშენ ალ-ფადისთან გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საუდის არაბეთთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრა, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. მათივე ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა კოლეგას ქვეყანაში აგრარული მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ყურადღება რეგიონში თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების ამოქმედებაზე გაამახვილა, რაც საქართველოს საშუალებას აძლევს იყოს რეგიონული ჰაბი და ხელი შეუწყოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტვირთბრუნვის გაუმჯობესებას. შეხვედრაზე საუდის არაბეთის მინისტრი საქართველოდან საუდის არაბეთში ცოცხალი ცხოველის ექსპორტის, ასევე ხორცის, მშრალი ხილის, თაფლის და სასმელი წყლის ექპორტის განხორციელებით დაინტერესდა. ქართულ დელეგაციას, მინისტრთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში, ბაფრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი წარმოადგენენ. დელეგაციის ვიზიტი საუდის არაბეთის სამეფოში 24 აპრილს დაიწყო და 26 აპრილს დასრულდება. (NS)
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)