|
2017-04-25 18:20:42, 1567 ნახვა
საზოგადოება
300 არაგველის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კრწანისის რაიონში 300 არაგველის სახელობის სკვერში რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სრულდება. მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა კრწანისის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთან ერთად დაათვალიერა. ამ დროისთვის ბაღში სარწყავი სისტემის აღდგენა, ქვაფენილის მოწყობა და აგროტექნიკური ღონისძიებები მიმდინარეობს. სკვერის შესასვლელებში დასრულებულია ხის პერგოლებისა და კიბის მშენებლობა, მოეწყო ახალი ბილიკები, რომელიც ქართული აგურით მოპირკეთდა, შეიცვალა განათების ქსელი. რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მაისში დაიწყება. თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა სკვერში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მაისში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, კრწანისის გამგეობის დაფინანსებით, განხორციელდა ბაღის ისტორიული გალავნის ბურჯების კონსერვაცია. 300 არაგველის ბაღი კრწანისის ბრძოლის ადგილზე გასული საუკუნის 30-იან წლებში გაშენდა, 50-იან წლებში კი განახლდა. თუმცა, მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ამ ტერიტორიაზე, დღემდე არ ჩატარებულა. (NS)
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)