|
2017-04-24 19:33:46, 1952 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია თურქეთის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა
საქართველოში ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალური მდივანი იმყოფება. სეიფულა ჰაჩიმუფთუოღლუს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული საკითხები შეაფასეს და თანამშრომლობის გაღრმავება-განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. საუბრის ერთ-ერთ ძირითად თემას რეგიონული უსაფრთხოების გარემო, რეგიონულ დონეზე სტრატეგიული თანამშრომლობა და შავი ზღვის უსაფრთხოება წარმოადგენდა. ამ კონტექსტში ლევან იზორიამ და სეიფულა ჰაჩიმუფთუოღლუმ საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალურმა მდივანმა უახლოეს მომავალში საქართველოს თავდაცვის მინისტრის თურქეთში ვიზიტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ დაგეგმილი შეხვედრა ხელს სტრატეგიული კავშირებისა და თანამშრომლობის განმტკიცებას შეუწყობს. შეხვედრას მინისტრის პირველ მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. თავდაცვის სამინისტროში საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ, თურქული დელეგაციის წევრები და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სეიფულა ჰაჩიმუფთუოღლუ საქართველოს პრეზიდენტსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)