|
2017-04-24 16:55:36, 1385 ნახვა
საზოგადოება
ვიქტორ დოლიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სტუდენტებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად ის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია. სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობების დინამიკასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რის შემდეგაც შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. „სტუდენტებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება. მაქვს პატივი, დღეს ვიყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებთან შეხვედრა, ასევე საშუალება მექნება, პროფესორ-მასწავლებლებს გავესაუბრო იმ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს როგორც ინტეგრაციულ პროცესებს, ასევე ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმებს. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას- ვიზის კამპანიის პარალელურად, ძალიან ინტენსიური სახე მიეცა კამპანიას, რომელსაც ჰქვია ჩვენს ქვეყანაში ევროპისა და ნატო-ს პოპულარიზაცია; გვინდა, რომ სტუდენტებთან ერთად ძალიან საინტერესო დებატები გავმართოთ ყველა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ნატო-ს დღეები დავასრულეთ, მაისში ევროპის დღეებს ვიწყებთ, ასევე მაისში თბილისი უმასპინძლებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც საქართველოში, პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე, 15 წლიანი შესვენების შემდეგ პირველად ჩატარდება. ძალიან საინტერესო, დინამიური წლის დასაწყისი გვქონდა, შემდგომ იგი გაგრძელდა ბათუმის საქართველოს ევროპული გზის კონფერენციით. წლის მეორე ნახევარიც როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის მიმართულებით ძალიან დატვირთული და რაც მთავარია, შინაარსიანი იქნება. წლის ბოლოს უკვე ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართება“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)