|
2017-04-24 13:38:17, 1933 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ჩხვირკიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ჩხვირკიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას, რისი კიდევ ერთი გამოვლინებაც არის ირაკლი ჩხვირკიას დაკავება ბათუმის მოვლენების ორგანიზების აბსურდული ბრალდებით. აშკარაა, რომ რეჟიმი რეპრესიების ახალი ტალღით ცდილობს საკუთარი უმძიმესი დანაშაულების გადაფარვას. ირაკლი ჩხვირკია პარტიული განაწესის დარღვევის გამო აღარ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თუმცა ერთია პარტიული დისციპლინის დარღვევა და მეორე - სისხლის სამართლის მძიმე დანაშაული, რაშიც მას ივანიშვილის პროკურატურა ბრალს სდებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები პირველივე დღიდან ცდილობდნენ ამ მოვლენების პოლიტიზებას და მათ გამოყენებას ოპოზიციის წინააღმდეგ. ენმ ყველანაირად მხარს დაუჭერს ირაკლი ჩხვირკიას“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მათი დაკავება სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით მოხდა (ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ან/და მათზე თავდასხმა).
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)