|
2017-04-24 12:05:10, 1427 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ქართული ძველნაბეჭდი წიგნების გამოფენა გაიხსნა
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში წიგნის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა „ქართული ძველნაბეჭდი წიგნები" გაიხსნა. ეროვნული არქივის ძველნაბეჭდი წიგნების პირველ მასშტაბურ გამოფენაზე წარმოდგენილია სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკაში დაცული XVIII-XIX საუკუნეებში თბილისში, ქუთაისში, კონსტანტინოპოლში, კრემენჩუკში, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ვენეციაში, რომსა და მონთობანში გამოცემული სასულიერო და საერო ხასიათის წიგნები. ექსპოზიცია ქართული ნაბეჭდი წიგნის შექმნისა და განვითარების ეტაპებს ასახავს. იგი დამთვალიერებელს წარმოდგენას უქმნის იმ ქართული თუ უცხოური სტამბების შესახებ, რომლებშიც ქართული წიგნები გამოიცემოდა. გამოფენაზე გამორჩეული ადგილი დაეთმო სხვადასხვა სტამბის შრიფტებს, წიგნების მინიატურების, ტექსტებისა და ყდების გაფორმებას. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ არქივში მიმდინარეობს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ძველნაბეჭდი წიგნების კოლექციის ახლებურ აღწერას. ამ პროცესში დეტალურად აღიწერება თითოეული წიგნი. აღწერების გამორჩეულად საინტერესო ნაწილია ის ანდერძ-მინაწერები, რომლებიც დართულია ძველნაბეჭდ წიგნებზე. ისინი დამატებით მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს რარიტეტული წიგნების დროსა და სივრცეში მოგზაურობის, მისი მფლობელებისა თუ წიგნის თანადროული ისტორიული ფაქტების შესახებ. 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების დღედ იუნესკომ 1995 წლის 15 ნოემბერს გამოცხადდა. გამოფენა 21 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.
(NS)
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)