|
2017-04-24 10:34:55, 1495 ნახვა
საზოგადოება
„PSP“ უკვე მეთორმეტედ, წლის რჩეულ ფარმაცევტულ ბრენდად დასახელდა
21 აპრილს, სასტუმრო “Hotels & Preference Hualing Tbilisi”-ში კომპანია GLOBAL IDEA, The FINANCIAL, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, საერთაშორისო პალატის ევროპის ფონდის და მეწარმე ქალთა საბჭოს მხარდაჭერით, რიგით მეთორმეტე 2016 წლის რჩეული ბრენდების „Golden Brand 2016“ დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. PSP უკვე მეთორმეტედ დასახელდა წლის რჩეულ ფარმაცევტულ ბრენდად, PSP-ს „ჩემი ოჯახის ბარათი“ კი მომხმარებლის რჩეულ ბარათად დასახელდა. “23 წლის წარმატებული საქმიანობის დასტურია, რომ უკვე მეთორმეტედ ჩვენი კომპანია პირველობას არ თმობს; მაგრამ განსაკუთრებით სასიხარულოა, პსპ-ს ბარათის მომხმარებლის რჩეულად აღიარება, რადგან მისი შექმნა სწორედ მომხმარებლის ინტერესსა და კმაყოფილებაზე ორიენტირებით მოხდა, ამასთან ბარათი წელს იუბილარია - 10 წლის გახდა. თავდაპირველად ბარათზე მომხმარებელი ღიმილებს აგროვებდა და სასურველ საჩუქარს ირჩევდა მუდმივად განახლებადი კატალოგიდან; წელს ბარათმა დამატებითი ფასდაკლების ფუნცია შეიძინა, რაც მის მფლობელს მიუხედავად ფასდაკლების დღეებისა, ყველა შენაძენზე 6% ფასდაკლების საშუალებას აძლევს. ბარათის მფლობელები სხვა მრავალ სარგებელთან ერთად პსპ-ს წამახალისებელ გათამაშებაში ერთვებიან. ბარათის იუბილესთან დაკავშირებით პსპ-ს წლევანდელი გათამაშებაც საიუბილეო პრიზებით გამოირჩევა” - აცხადებენ პსპ-ში. ”ოქროს ბრენდს” 200-მდე ექსპერტი ავლენს და ის კომპანიები ჯილდოვდება, რომლებმაც წლის განმავლობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს და საზოგადოების მოწონება და აღიარება მოიპოვეს. PSP 23 წლის კომპანია, რომელის საქართველოში 200-მდე აფთიაქს ფლობს და ლიდერია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე.
(R)
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)