|
2017-04-22 17:14:24, 1925 ნახვა
პოლიტიკა
ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის თავმჯდომარე: საქართველოში ინვესტიციებისთვის ძალიან კარგი პირობებია შექმნილი
საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა და ძალიან კარგი პირობებია შექმნილი ინვესტიციებისთვის; ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, გამოვიყენოთ ეს საინვესტიციო შესაძლებლობები და განვავითაროთ სავაჭრო ურთიერთობები, - ამ სიტყვებით მიმართა ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის თავმჯდომარე ალი ლარიჯანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღევანდელ შეხვედრაზე. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ალი ლარიჯანმა აღნიშნა, რომ ირანი პოზიტიურად უყურებს საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას და იმედი გამოთქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ამ პროცესს ხელს შეუწყობს. პრემიერ-მინისტრმა ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ ირანთან ურთიერთობები ძალიან მაღალი დონის პრიორიტეტია. "სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ჩვენი ორმხრივი ინტერესია. წელს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავია და ვფიქრობთ, დღეს შეიძლება, თვისობრივად ახალი ურთიერთობების დაწყებაზე ვისაუბროთ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. შეხვედრისას საუბარი შეეხო სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხს, ასევე - ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროებში. ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის თავმჯდომარემ ასევე დადებითად შეაფასა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)