22:13 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-22 15:35:55, 2143 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკის შეხვდა.

შეხვედრაზე ბანკის მიერ საქართველოში საკრედიტო პორტფელის გაზრდის საკითხები განიხილეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულმა საფინანსო ინსტიტუტმა 2016 წლის განმავლობაში საქართველოში საკუთარი ინვესტიციები გააორმაგა და შესაბამისად, ბანკის პორტფელმა 1 მილიარდი ევრო შეადგინა. 

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიურ ტენდენციებზე.

აღინიშნა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი გეგმავს 2017 წელს დამატებით 250 მლნ ევროს რესურსი გამოყოს, რომელიც მიმართული იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამშენებლო პროექტებში.

მხარეებმა ისაუბრეს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და მისი განხორციელების პროცესში ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ბანკი მხარს უჭერს გეგმის სივრცითი განვითარების კომპონენტს.

მნიშვნელოვანია, ასევე, ევროპის საინვესტიციო ბანკის გააქტიურება კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით. აღნიშნული ბანკის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა „InnovFin-ის" პროგრამაში ჩართვა, რომელიც განკუთვნილია ინოვაციური და დამწყები ბიზნესების დაფინანსებისთვის. 

„InnovFin – EU Finance for Innovators" ეს არის EIB-სა და ევროპის საინვესტიციო ფონდის  (EIF)  ერთობლივი ინიციატივა EC-სთან ერთად „Horizon 2020-ის" ფარგლებში.

გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს ტექნიკური მხარდაჭერის გაწევას რჩევებისა და კონსულტაციების მიმართულებით (advisory service).

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics