07:06 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-22 15:20:23, 2107 ნახვა

პოლიტიკა
„ლეიბორისტული პარტია“ საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს

„ლეიბორისტული პარტია“ მმართველ გუნდს ბოიკოტს უცხადებს და საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს.

როგორც პარტიის წევრმა, გიორგი გუგავა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება “ ხალხის დაკვეთას არ ასრულებს.

„დღეს მოვედი, რათა ხელისუფლების წარმომადგენლებს უშუალოდ განვუცხადო ჩემი პროტესტი.  ხალხს სოციალურ გარანტიებს ართმევენ, ასევე ართმევენ განათლების, ჯანდაცვის, დასაქმების უფლებას, აკანონებენ უცხოელებზე მიწების გასხვისებას.  ბოიკოტს ვუცხადებ მათ და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებ. დავესწრები სხდომას და ჩემი ბოიკოტის შესახებ პირადად განვუცხადებ, რის შემდეგაც სხდომას დავტოვებ. ხელისუფლება ასრულებს არა ქართველი ხალხის დაკვეთას, არამედ ივანიშვილის დავალებას, მის ნებას, რათა ქვეყანაში მრავალი წელი დაამყაროს დიქტატურა და ავტოკრატიული მმართველობა”, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

ცნობისთვის, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ”-ში საკონსტიტუციო კომისიის შემჯამებელი სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო კომისია ნიშნად “ნაციონალურმა მოძრაობამ “, “დემოკრატიულმა მოძრაობამ”, “თავისუფალმა დემოკრატებმა” და “ევროპულმა საქართველომ” პროტესტის დატოვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics