16:03 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-22 12:37:47, 2060 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკომ ამსტერდამში, საერთაშორისო კონგრესზე С ჰეპატიტის პროექტის მიმდინარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრა

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ამსტერდამში გამართულ ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე, სადაც პირველად, სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილი სესია გაიმართა, С ჰეპატიტის, როგორც ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის მიმდინარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონგრესი ღვიძლის დაავადებებისა და დიაგნოსტიკის სფეროში უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ დარგის სპეციალისტები  ესწრებიან.

სესიაზე განხილეს საქართველოს პროგრესი C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, როგორც პირველი ქვეყნის, რომელიც რამდენიმე წელიწადში C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციას მოახდენს.

მომხსენებლთა შორის იყვნენ ასევე დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და კლინიკა ნეოლაბის ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი,  რომელებმაც   პროგრამის მნიშვნელობაზე,  გამოჯანრთელების მაჩვენებელსა (რომლებიც ჰარვონით ნამკურნალებ პაციენტებში საშუალოდ 98% ზე მეტია )და ნარკოტიკული საშუალებების ინექციური გზით მომხმარებლებში    HCV პრევენციაზე ზრუნვისა და მკურნალობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

პროგრამის შედეგები და მიღწევები დადებითად შეაფასეს უცხოელმა ექსპერტებმაც. ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სერვისების ხარისხისა და  მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება აშშ–ს დავაადებათა კონტროლის ცენტრის ექსპერტმა იან დრობენიუკმა .

სესია დახურა აშშ დაავადებათა კონტროლის ექსპერტმა ფრანცისკო ავერჰოფმა რომელმაც შეაჯამა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პროგრესი.

ღვიძლის საერთაშორისო კონგრესი( 19–23 აპრილი) ქალაქ ამსეტრდამში იმართება და   ღვიძლის შემსწავლელი ევროპული  ასოციაციის (EASL) მიერ არის ორგანიზებული.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ფარმაცევტული კომპანია „გილეადისა“  და აშშ–ს  დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) წარმომადგენლებთან.  შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანიის ვიცე პრეზიდენტი გრეგ ალტონი და გრემ რობერტსონი, რომლებმაც დადებითად შეაფასეს პროგრამის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics