|
2017-04-22 11:46:57, 1602 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ სასაზღვრო პოლიციის ავიაციის დღე აღნიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარ სამმართველოში ავიაციის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს პროფესიული დღე მიულოცა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა: „თქვენ ჩვენი სამშობლოს საზღვრის თავდადებული მცველები და საზღვრისპირა, განსაკუთრებით, მთის მოსახლეობის იმედი ხართ. სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა უკვე არაერთხელ დაამტკიცეთ თქვენი პროფესიონალიზმი და თავდადება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანების დასახმარებლად ყოველ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საგანგებო სიტუაციებში, ხშირად - ურთულეს ვითარებაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი, თქვენ არაერთხელ გადაგირჩენიათ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენს ქვეყანაში მყოფი ტურისტები. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი საქმისთვის, რომელსაც თქვენ ემსახურებით, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ!“ - განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში შს მინისტრმა. გიორგი მღებრიშვილმა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დათო ნიკოლეიშვილმა სპეციალური დანიშნულების ავიაციის წარმომადგენლებს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებისათვის მადლობის სიგელები გადასცეს. ღონისძიებას შს სამინისტროს წარმომადგენლები და სასაზღვრო პოლიციის მფრინავების ოჯახის წევრები დაესწრნენ. სასაზღვრო ავიაციის დღე საქართველოში 1999 წლიდან აღინიშნება.
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)