|
2017-05-01 17:22:31, 1761 ნახვა
საზოგადოება
პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქციით 28 906 ადამიანმა ისარგებლა
საარჩევნო სიის დახვეწის მიზნით პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქცია დასრულდა. პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქციით 28 906 ადამიანმა ისარგებლა. აქცია 10 აპრილს დაიწყო და 29 აპრილამდე გაგრძელდა. ახალი პირადობის მოწმობის მიღება 18 წლის ასაკიდან პირებს შეეძლოთ, რომლებიც არ ფლობდნენ ახალ პირადობის მოწმობებს. აქციის მიზანი ზუსტი საარჩევნო სიის ფორმირება იყო. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მეტი მოქალაქე ფლობს ბიომეტრიულ დოკუმენტს, მით უფრო დაცულია პრინციპი − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა!“ სწორედ ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრომ ბოლო 4 წლის განმავლობაში 24 აქცია გამოაცხადა. შედეგად, 1 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ ან შეღავათიანი ფასით მიიღო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე ზუსტი საარჩევნო სია ჰქონდა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2,5 მილიონამდე მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 400 000-მდე მოქალაქე − საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სამოქალაქო რეესტრის ბაზებში 3 მილიონამდე ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.
(NS)
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)