|
2017-04-21 10:19:29, 1838 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ცერემონიას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის და უნგრეთის დელეგაციის წევრები დაესწრნენ. ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უნგრელ კოლეგას პირისპირ ხვდება. ამასთან, გაიმართება გაფართოებული შეხვედრა უნგრეთისა და საქართველოს მთავრობის წევრების მონაწილეობით, რის შემდეგაც ორი ქვეყნის მთავრობებს შორის დოკუმენტი გაფორმდება. საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ, შემდეგ კი, საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმში მიიღებენ მონაწილეობას. ასევე, დაგეგმილია ვიქტორ ორბანის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. მთავრობის ადმინისტრაციაში მისვლამდე უნგრეთის პრემიერმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. შეგახსენებთ, ვიქტორ ორბანი საქართველოს გუშინ ეწვია. ვიზიტი დღეს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)