|
2017-04-20 18:59:49, 1838 ნახვა
პოლიტიკა
რაქვიაშვილი: უშიშროების საბჭოს გაუქმება სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის
„უშიშროების საბჭოს გაუქმება სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის“,-ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა 24 საათის განმავლობაში უნდა ზრუნავდეს უსაფრთხოებაზე, საკონსტიტუციო კომისია აუქმებს უშიშროების საბჭოს და ქვეყანას ქმედითი მთავარსარდლის გარეშე ტოვებს. „იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი საფრთხის წყარო რუსეთის ფედერაციაა, არ იღებს ვალდებულებას ძალის არ გამოყენებაზე საქართველოს წინააღმდეგ და პრაქტიკულად მუდმივად აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღდეგ, როდესაც რეგიონებს პრაქტიკულად ყველა ქვეყნა ჩართულია ან ომში არ კონფლიქტში და არსებობს კრიზისების მაღალი საფრთხე. ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა 24 საათის განმავლობაში უნდა ზრუნავდეს უსაფრთხოებაზე, საკონსტიტუციო კომისია აუქმებს უშიშროების საბჭოს, რომელიც არის უმაღლესი პოლიტიკური სათათბირო ორგანო, სადაც განიხილება თავდაცვის ეროვნული უსაფრთხოების, ომის და მშვიდობის საკითხები და ქვეყანას ტოვებს ქმედითი მთავარსარდლის გარეშე”,-აღნიშნა რაქვიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)