|
2017-04-20 16:40:01, 705 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბათუმის ბულვარში სააღდგომო ფესტივალს დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის ბულვარში „სააღდგომო ფესტივალს" დაესწრო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქველმოქმედო ფესტივალი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა. მათივე ცნობით, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საკონდიტრო კომპანიების მიერ მომზადებული სააღდგომო პასკები, თემატურად დატვირთული კანაპეები და სადღესასწაულო პროდუქცია. ასევემოწყობილი იყო საგამოფენო კუთხეები სააღდგომო ნახატებით და ხელნაკეთი ნივთებით. მოეწყო გამოფენა, გაყიდვა და დეგუსტაცია. ღონისძიების განსაკუთრებული სტუმრები უმწეო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები იყვნენ. გამოფენაზე ასევე სააღდგომო კვერცხების დეკორატიული მოხატვის მასტერ-კლასები და კონკურსები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ბათუმის საბავშვო ხელოვნების კერძო და სახელმწიფო სტუდიების აღსაზრდელებმა მიიღეს. „სააღდგომო-საქველმოქმედო ფესტივალი წელს პირველად იმართება ბათუმში. აქ არის შესანიშნავი განწყობა, ფესტივალს ესწრება უამრავი ბათუმელი, უამრავი ბავშვი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ვუსურვო მათ სიკეთე, სიხარული და ბედნიერება. მსგავსი ფესტივალი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ქალაქის ცნობადობის გაზრდას," - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. საქველმოქმედო პროექტი "სააღდგომო ფესტივალი" ტრადიციულ სახეს მიიღებს და ბათუმში ყოველწლიურად გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქცია ბავშვთა სახლსა და მოხუცებულთა თავშესაფარში დარიგდება. სააღდგომო-საქველმოქმედო ფესტივალს ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის და ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლები ესრებოდნენ. (NS)
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)