|
2017-04-19 21:25:45, 2068 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა სუს-ის უფროსის წლიური ანგარიში ცნობად მიიღო
პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიში მოისმინეს. ვახტანგ გომელაურის მოხსენების შემდეგ პარლამენტის სხდომა დაიხურა და ანგარიშის მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საბოლოოდ, საკანონმდებლო ორგანომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიში 93 ხმით ერთის წინააღმდეგ ცნობად მიიღო. გომელაურის განცხადებით, იგი შეეცადა ყველა შეკითხვისთვის ამომწურავი პასუხი გაეცა. რაც შეეხება სხდომის დახურვას, გომელაურმა განმარტა, რომ იყო გარკვეული საკითხები, რომელზეც საჯაროდ საუბარი ვერ მოხერხდებოდა. „დეპუტატებმა ბევრი კითხვა დასვეს. ვეცადე მათზე ამომწურავი პასუხები გამეცა, გამომდინარე იქიდან, რა უფლებასაც „კონტრდაზვერვის შესახებ“ კანონი მაძლევდა. ისეთ თემებზე იყოს საუბარი, რომ ღია სხდომაზე ამაზე ვერ ვისაუბრებდით ვერანაირად. ძველი თემები გავიხსენეთ, 2012-მდე, გავიხსენეთ დღევანდელი ახალი თემები, იყო ოთხოზორიას საკითხი და კიდევ სხვადასხვა თემა. მე ვფიქრობ, ბევრ კითხვაზე გავეცით ამომწურავი პასუხი“, - განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)