|
2017-04-19 19:06:17, 1645 ნახვა
პოლიტიკა
ბიბილოვის „ინაუგურაციასთან“ დაკავშირებით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან არსებული ადმინისტრაციული საზღვარი ჩაიკეტება
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან არსებული ადმინისტრაციული საზღვარი ახლადარჩეული დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის "ინაუგურაციასთან" დაკავშირებით დაიკეტება, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის "ინაუგურაცია" 21 აპრილს გაიმართება. ღონისძიებას ოკუპირებული აფხაზეთის, რუსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის, მთიანი ყარაბახის წარმომადგენლები დაესწრებიან. „უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით სამხრეთ ოსეთის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის პერიოდში 20 აპრილის 20:00 საათიდან 22 აპრილის 07:00 საათამდე შეჩერდება მოქალაქეების გაშვება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე“, - ნათქვამია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში. "ინაუგურაცია" ეროვნულ სტადიონზე გაიმართება, რომელიც 5 200 ადამიანს იტევს. შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს ოკუპირებულ რეგიონში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. „არჩევნებში“ ანატოლი ბიბილოვის გარდა, კენჭს მოქმედი ე.წ პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი და "კე-გე-ბე"-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი იყრიდნენ. ბიბილოვის „ინაუგურაციასთან“ დაკავშირებით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან არსებული ადმინისტრაციული საზღვარი ჩაიკეტება ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან არსებული ადმინისტრაციული საზღვარი ახლადარჩეული დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის "ინაუგურაციასთან" დაკავშირებით დაიკეტება, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის "ინაუგურაცია" 21 აპრილს გაიმართება. ღონისძიებას ოკუპირებული აფხაზეთის, რუსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის, მთიანი ყარაბახის წარმომადგენლები დაესწრებიან. „უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით სამხრეთ ოსეთის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის პერიოდში 20 აპრილის 20:00 საათიდან 22 აპრილის 07:00 საათამდე შეჩერდება მოქალაქეების გაშვება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე“, - ნათქვამია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში. "ინაუგურაცია" ეროვნულ სტადიონზე გაიმართება, რომელიც 5 200 ადამიანს იტევს. შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს ოკუპირებულ რეგიონში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. „არჩევნებში“ ანატოლი ბიბილოვის გარდა, კენჭს მოქმედი ე.წ პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი და "კე-გე-ბე"-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი იყრიდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)