04:51 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 16:22:44, 2304 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კანდელაკის მიერ ნასროლი საფერფლე ოთარ კახიძეს მოხვდა - დეპუტატმა პარლამენტი დატოვა

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ოთარ კახიძე პარლამენტის შენობიდან თავის არეში მიყენებული დაზიანებით გაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, დეპუტატების ოთახში "ევროპული საქართველოს" წევრ გიორგი კანდელაკს და მმართველი გუნდის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ოთარ კახიძემ დაზიანება მიიღო.

ოთარ კახიძე პარლამენტის შენობიდან, მისმა თანაგუნდელმა გიორგი ტუღუშმა გააცილა.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კანდელაკმა უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს დაპირისპირების დროს საფერფლე ესროლა, რომელიც შემთხვევით მის თანაგუნდელს მოხვდა.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. მისი პირდაპირი ტრანსლირება კიდევ ერთი დაპირისპირების დროს შეწყდა. კერძოდ, კი ფიზიკური დაპირისპირება ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ დეპუტატ ემზარ კვიციანსა და "ევროპული საქართველოს" წევრ გიგა ბოკერიას შორის მოხდა. ამის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

ამ დროისთვის მედიის წარმომადგენლებს ოთახში შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ, ვინაიდან დერეფნის კარი ჩაკეტილია.

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

 

ფოტო (c) imedinews





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics