02:54 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 09:06:49, 2335 ნახვა

მსოფლიო
ეგვიპტეში მდებარე ტაძართან, აფეთქება მოხდა - ISIS-მ მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო

ეგვიპტეში, წმინდა ეკატერინეს ტაძართან მდებარე გამშვებ პუნქტთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 1 სამართალდამცველი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, კიდევ 3 პოლიციელი, რომელიც ტაძრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა მძიმედ დაშავდა. 

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. 

ცნობისთვის, წმინდა ეკატერინეს ტაძარი ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული მონასტერია, რომელიც დღემდე მოქმედებს. ის იუნესკოს დაცულ ძეგლთა ნუსხაშია. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ეგვიპტეში ორ ეკლესიაში აფეთქებები მოხდა, რის შედეგადაც 45 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ აპრილის ბოლოს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში რომის პაპო ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით გეგმავს ჩასვლას. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics