11:38 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 16:28:30, 2220 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბესელია ლავროვის ვიზიტზე: ჩვენი ამოცანაა, არა ემოციებს აყოლა, არამედ შესატყვისი რეაგირება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია  ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის "ვიზიტს" გამოეხმაურა.

ბესელიას თქმით, ეს "ვიზიტი"  სუვერენიტეტისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს არღვევს:

 „ეს არის თუ არ ვცდები მისი მე-4 ვიზიტი, და ყველა ეს ვიზიტი ბუნებრივია, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს არღვევს, ჩვენ ეს მაგალითები წინა შემთხვევაში ვნახეთ, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, ამ გაზრდილი პოლიტიკური საფრთხეების ფონზე(რაც არა მარტო საქართველოს ირგვლივ ხდება, ხედავთ როგორ იცვლება პოლიტიკური დღის წესრიგი ძალიან ბევრი ქვეყნის), არა ემოციებს აყოლა, არამედ გააზრებული, ძალიან სწორი, ზუსტი და შესატყვისი რეაგირება ყველა ფაქტზე, იმ ფორმატში და იმ მექანიზმების გამოყენებით, რომელიც იქნებოდა ყველაზე გონივრული",-აღნიშნა ბესელიამ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთს 18-19 აპრილს ეწვევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics