|
2017-04-18 13:35:23, 1494 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ირანს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 22-23 აპრილს ირანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილი ვიზიტი და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება საქართველოს მთავრობის მეთაურისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ჯავად ზარიფის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები იყო. მათივე ინფორმაციით, საუბრისას აღინიშნა, რომ 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების გარდა, საქართველოსა და ირანს თანამშრომლობის ეფექტიანი ფორმატები აკავშირებთ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებასა და გაღრმავებას, რასაც, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა თბილისში მიმდინარე საქართველო-ირანის ბიზნესფორუმის მნიშვნელობას, რომელიც ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს და ირანელ ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობის შესაძლებლობას მისცემს. შეხვედრისას საუბარი შეეხო ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, ასევე, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას. ყურადღება გამახვილდა სამეცნიერო და მაღალი ტექნოლოგიების სფეროებზეც. მხარეებმა, საუბრისას, დადებითად შეაფასეს განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. პრემიერ-მინისტრმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)