|
2017-04-16 22:54:22, 1838 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი სააღდგომო ლიტურგიას სამხედროებთან ერთად დაესწრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავით ლონდარიძემ სააღდგომო ლიტურგია აღავლინა. სადღესასწაულო ღვთისმსახურებას სამხედრო მოსამსახურეებთან და ტაძრის მრევლთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო. მან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ტაძარში შეკრებილ მრევლს, სრულიად საქართველოს, ქართულ ჯარს და საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებს მიულოცა. სააღდგომო მსახურებაზე მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი და გიორგი ბუთხუზი, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკები - ნიკოლოზ ჯანჯღავა, შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე იმყოფებოდნენ. შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა დღესასწაულთან დაკავშირებით ღამისთევის მსახურება ჩაატარა და ღვთისმსახურების დასასრულს ეკლესიაში შეკრებილ უწყების ხელმძღვანელებსა და მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)