|
2017-04-16 22:46:45, 1802 ნახვა
საზოგადოება
N5 ქალთა დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს სააღდგომოდ საჩუქრები გადაეცათ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს წარმომადგენლებმა N5 ქალთა დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო საჩუქრები გადასცეს. საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს კურთხევით, ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს სააღდგომო პასკა, კვერცხი, სანთლები და სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ. სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს წარმომადგენელმა N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს და N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან ბრალდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო პასკა, კვერცხი, სანთელები და სხვადასხვა ტკბილეული გადასცა. სააღდგომო საჩუქრები ასევე, მიიღეს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა უვადოდ თავისუფლებააღკვეთილმა პირებმაც. ბრალდებულებმა/მსჯავრდებულებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებს სააღდგომო საჩუქრებისთვის მადლობა გადაუხადეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)