01:09 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-14 14:46:42, 2307 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი: ამერიკა და რუსეთი სირიაზე დარტყმებს აღარ დაუშვებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთან მოლაპარაკებების დროს სირიასთან დაკავშირებით მათი პოზიციები დაემთხვა, - ამის შესახებ Interfax იუწყება.

როგორც ლავროვმა აღნიშნა, ორივე ქვეყანა შეთანხმდა იმაზე, რომ ახალი დარტყმები სირიაზე არ უნდა განხორციელდეს. ლავროვმა აშშ-ის სახელწიფო მდივანთან შეხვედრა შეაფასა, როგორც ნაყოფიერი. 

ცნობისთვის, 12 მარტს რექს ტილერსონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდა. შეხვედრას სერგეი ლავროვიც ესწრებოდა, რომლის დასრულების შემდეგაც მან განაცხადა, რომ მოსკოვს აშშ-სთან ურთიერთობებში პრობლემების მოხსნა სურს.

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს სირიის პროვინცია იდლიბში სავარაუდოდ ასადის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა, რის შედეგადაც 88 ადამიანი დაიღუპა. 3 დღის შემდეგ აშშ-მ სირიის ხელისუფლების ავიაბაზაზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა. 

სირიის ტერიტორიაზე ავიაიერიშები ბარაკ ობამამ 2014 წელს დაიწყო - სამიზნე მხოლოდ "ისლამური სახელმწიფოს ობიექტები" იყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics