11:39 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 21:40:42, 2897 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი: ღარიბი პრეზიდენტი ვიყავი - როდესაც ჩემ მინისტრებს ბიზნესი უჩნდებოდათ, ისინი ციხეში მიდიოდნენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი პრეზიდენტობის დროს საქართველოში, არცერთ მინისტრს ბიზნესი არ ჰქონია, - ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია ZIK-ის ეთერში, თავის თოქ-შოუ Наша Україна-ს ეთერში განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა განმარტა, თუ მინისტრს ბიზნესი "უჩნდებოდა ის ციხეში მიდიოდა". 

"მე ქვეყნის პრეზიდენტი ვიყავი, ღარიბი პრეზიდენტი და ძაღლის სახლიც კი ვერ ავაშენე. არც ბიზნესი მაქვს,  არც მე და არც ჩემს ნათესავებს. საქართველოში ბიზნესი არ მქონდა, არც მინისტრებს. სანამ ისინი ამ თანამდებობას იკავებდნენ არ ჰქონდათ ბიზნესი და მე ამას მკაცრად ვაკონტროლებდი. როდესაც მათ ბიზნესი უჩნდებოდათ, ისინი ციხეში მიდიოდნენ.

საქართველოში გადასახადები 60%-ით შევამცირე და ქვეყნის ბიუჯეტი 11-ჯერ გაიზარდა, რადგან ადამიანებმა გადახდა დაიწყეს", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
NATO-ს ახალი სპეცწარმომადგენელი სომხეთში ვიზიტით იმყოფებოდა, ისაუბრეს პარტნიორობის განვითარებაზე
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics